დონალდ ტრამპი

ტრამპი: ჩვენ ვებრძვით ბარბაროსებს, რომლებსაც სურთ, ჩვენი ტრადიციები გაანადგურონ

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) მეორე დღეს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოს საშუალებით გამოჩნდა.

"ნამდვილი პატივია მივმართო თავისუფლების მოყვარულ პატრიოტებს, რომლებიც უნგრეთში შეიკრიბნენ, რათა ის მარადიული ღირებულებები და პრინციპები აღენიშნათ, რომლებიც აერთიანებს კონსერვატორებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა, რომ რწმენა და ოჯახი არის კარგი და თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ერი საზღვრებს გარეშე არ არის ერი. ჩვენ გვჯერა ტრადიციის, კანონის როლის, სიტყვის თავისუფლებისა და ყოველი ადამიანის ცხოვრების ღვთისგან ბოძებული ღირსების. ეს არის იდეები, რომლებიც აკავშირებს ჩვენს მოძრაობას და ეს არის იდეები, რომლებიც გადაარჩენს დასავლურ ცივილიზაციას. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ახლა ჩართული ვართ ისტორიულ ბრძოლაში მარქსისტ გლობალისტებთან და კომუნისტებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიბრძვით ბარბაროსების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, გაანადგურონ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი, რაც ჩვენ ძვირფასია. 

როგორც ექვსი წლის წინ ვარშავაში ვთქვი, ყველა ჩვენგანს როგორც ევროპაში, ისევე ამერიკაში, შეგვიძლია ერთად დავდგეთ, რომ დავიცვათ ჩვენი კულტურა, საზღვრები, იუდეური ქრისტიანული ღირებულებები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ცხოვრების გზა მათგან, ვისაც სურს, გაანადგუროს ჩვენი საყვარელი ერები. განაგრძეთ ბრძოლა და არასოდეს შეწყვიტოთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ცივილიზაციის დაცვა. ჩვენ კომუნისტებს და გლობალისტებს უკან ვახევინებთ და ვიდრე თავდაჯერებულად მივიწევთ წინ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ახლა ვიმარჯვებთ!" - თქვა ტრამპმა.

კომენტარები