რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ორბანი უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევას "უკანასკნელ დიდ შესაძლებლობას" უწოდებს

ვიქტორ ორბანი
Olivier Matthys/AFP via Getty Images

European Pravda-ს ინფორმაციით, რადიო Kossuth-ის გადაცემაში უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კონტრშეტევაზე ისაუბრა, რომლის დაწყებას უკრაინის ჯარები უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ორბანმა კიდევ  თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მხოლოდ დამარცხებულები იქნებიან და არა გამარჯვებულები და "რუსეთი არ დაჯდება და არ უყურებს, როგორ მარცხდება". 

უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევასთან დაკავშირებით ორბანმა აღნიშნა, რომ "წინ რთული კვირებია". 

"ვფიქრობ, ეს არის უკანასკნელი დიდი შესაძლებლობა უკრაინელებისთვის, რათა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიონ. ეს თუ მოხდება, მაშინ დავინახავთ, როგორია ძალაუფლების რეალური ბალანსი დაპირისპირებულ ძალებს შორის. ასეთ შემთხვევაში უფრო მკაფიო და ნათელი იქნება ვითარება დიპლომატიური მოქმედებისთვის". - თქვა ორბანმა.

ორბანის თქმით, უნგრეთი ყველაზე მეტად მშვიდობის დამყარებით არის დაინტერესებული და მისი დიდი სურვილია, მეზობლად დიდი და წარმატებული უკრაინა ჰყავდეს.

კომენტარები