ღარიბაშვილი უნგრეთში

პრემიერი: ვფლობთ სუპერძალას – ეს ძალაა რწმენა, ჩვენი ოჯახები და ჩვენი ტრადიციები

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის. 

[...] პრემიერმა ორბანმა დალასში გამოსვლისას იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა, საქართველოს - კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს არასდროს ჰქონია ამის ამბიცია. მაგრამ მაინც ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები და ჩვენი ტრადიციები - მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების სახელით მოსულ ბოროტებას.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში მიმდინარე კონსერვატორთა კონფერენციაზე. 

ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) პირველად 1974 წელს გაიმართა. ეს ყოველწლიური ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნებშიც იმართება. უნგრეთი კონფერენციას უკვე მეორე წელია რაც მასპინძლობს. ორგანიზატორები წერდნენ, რომ კონფერენცია "ფოკუსირებული იქნება ლიბერალების კოშმარზე: ეროვნული ძალების საერთაშორისო გაერთიანებაზე".

კომენტარები