ღარიბაშვილი უნგრეთში

ვოლსკი: ჩვენი პოლიტიკური ძალის არსი სწორედ ის ფასეულობებია, რაზეც პრემიერმა ისაუბრა

არსი პოლიტიკური ძალისა, რომელიც დღეს არის მმართველობაში, სწორედაც ის ფასეულობებია, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. თუკი ვინმესთვის ეს თემა არის პრორუსულობის მაჩვენებელი, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც რეალურად ასე ფიქრობს. არა მარტო ადამიანის ტრაგედია, მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც საკმაოდ დამაზიანებელია პოლიტიკურ ველზე ასეთი მოსაზრების წარმოჩენა. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი უნგრეთში მიმდინარე  კონსერვატორთა კონფერენციაზე პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას

კომენტარები