ქართული ოცნება

მდინარაძე: არ შეიძლება ჭეშმარიტება დავარქვათ რომელიმე სახელმწიფო დეპარტამენტს

სახელმწიფო დეპარტამენტმა რაღაც თქვა და ჭეშმარიტება თქვენთვის ეს არის. ჩვენთვის ჭეშმარიტება სხვაგან არის. შეიძლება ღმერთი იყოს ჭეშმარიტება და დანარჩენი არაფერი. თქვენ გგონიათ, რომ ჭეშმარიტება არის რომელიღაც სახელმწიფო დეპარტამენტში. ასე არ არის. არსებობს ტყუილი და მართალი, არსებობს სწორი ინფორმაცია და არასწორი ინფორმაცია, და თქვენთვის ჭეშმარიტება არის რომელიღაც სახელმწიფო დეპარტამენტი- თუნდაც ეს იყოს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. არ შეიძლება ჭეშმარიტება დავარქვათ რომელიმე სახელმწიფო დეპარტამენტს. 

კონკრეტული ჩანაწერი ეხებოდა წყაროებსაც და მითითება არის, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ამ ინფორმაციას საქართველოში ახმოვანებენ NGO სექტორის წარმომადგენლები. და საქართველოში NGO სექტორის წარმომადგენლები კი არა, IRI-ც კი გაყალბებულ კვლევებს გვთავაზობს და ამ მოცემულობაში, გამოწვევაში ვართ.  საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებების გარემოცვაში ვართ. უნდა ვცადოთ, რომ ეროვნული ინტერესი გავიტანოთ. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები