ამ ადამიანს არ ეშინია და მისთვის არც არაფერი იცვლება. მისთვის მთავარი არის საკუთარი ქვეყანა, სამშობლო და ქართველი ხალხი. პრაქტიკულად, ის თავის მთლიან ქონებას საქართველოში, საქართველოს საკეთილდღეოდ ხარჯავს. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენას ვერაფერი მოახდენს და მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, ის ახლა ფორმალური სანქციების ქვეშ იქნება თუ არაფორმალურის.
ქართული ოცნება
ამილახვარი ივანიშვილზე: პრაქტიკულად, თავის მთლიან ქონებას საქართველოს საკეთილდღეოდ ხარჯავს
tbl.ge/6cu5
დაკოპირდა

განაცხადა განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას. " მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ივანიშვილი – $2 მილიარდი აქვთ გაჩერებული ბანკში". - თქვა გუშინ, 1-ელ მაისს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




