ავტოსაგზაო შემთხვევა

ხობში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა – ერთ-ერთი 8 წლის ბავშვია

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული 8 წლის ბავშვია, ხოლო მეორე შუახნის კაცი.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ტაბულა მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

კომენტარები