ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი

გრიგორიადისის მამა: ნაფიცი მსაჯულები საშვილიშვილოა, მხოლოდ ლაზარეს და თორნიკესთვის არაა

ეს არის მთავარი, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ლაზარესთვის და თორნიკესთვის არ არის, ეს არის საშვილიშვილო საქმე. ილიაც იძახდა - სჯობს, განსაჯოს სინდისმა ერისა, ვიდრე ერთმა ჩინოვნიკმა, ანუ ეს არის საშვილიშვილო საქმე.

რა თქმა უნდა, გვინდა, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, არის პეტიციაც, ძალიან კარგი საქმე გაკეთდება, მაგრამ დღესდღეობით ვიცით, რომ დღევანდელი მთავრობა... არადა პატარა მუხლია ჩასასწორებელი. 

არა მგონია, რომ გაატაროს ეს კანონპროექტი, მართლა, გულწრფელად გეუბნებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავატარებინოთ, როგორც წაიღეს ის უკან რუსული კანონპროექტი, ისე უნდა გავატარებინოთ ეს პროექტიც, ერთად დგომით ბევრ რამეს მივაღწევთ... 

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი ნაფიც მსაჯულებზე.

კომენტარები