რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცეცხლის გახსნის შედეგად რუსულ სოფელში ორი მოქალაქე დაიღუპა – ბრიანსკის გუბერნატორი

რუსული მხარის მტკიცებით, ბრიანსკის ოლქის სოფელი სუზემკაში უკრაინის საარტილერიო იერიშის შედეგად 2 მოქალაქე დაიღუპა და 2 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი, ალექსანდრ ბოგომაზი ავრცელებს

ბოგომაზმა Telegram-ზე დაწერა, რომ "თავდასხმის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა". მან სროლაში "უკრაინელი ნაციონალისტები" დაადანაშაულა.

გუბერნატორის თქმით, ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაინგრა, ხოლო ორი სახლი ნაწილობრივ დაზიანდა.

რუსეთის ბრიანკსის ოლქი უკრაინასა და ბელარუსს ესაზღვრება.

აღსანიშნია, რომ ბოლო პერიოდია ვრცელდება ცნობები უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით. დასავლური მედიის ცნობით, უკრაინა საგაზაფხულო კონტრშეტევისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, კონფლიქტში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი უკრაინელების კონტრშეტევა მაისში იგეგმება.

"[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. " - თქვა პეტრეუსმა.

კომენტარები