პაპი ფრანცისკე

უნგრეთში სიტყვით გამოსვლისას პაპმა ევროპაში ნაციონალიზმის გაძლიერების საფრთხეზე ისაუბრა

პაპი ფრანცისკე
AP

28 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ ბუდაპეშტში ვიზიტის დროს თქვა, რომ ევროპაში ნაციონალიზმის მზარდი საფრთხე იგრძნობა. პაპმა უნგრეთის მთავრობას, დანარჩენი ევროპის მსგავსად, მიგრანტების მიღებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ეს ქრისტიანობის ნამდვილი გამოვლინება იქნება.

პაპმა ფრანცისკემ "ევროპული სულის" დაბრუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერები "ეროვნული საზღვრების მიღმა უნდა იხედებოდნენ". 

მიმართვისას პაპმა მთავრობის ლიდერების, მათ შორის ევროკავშირთან დაპირისპირებული პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის, წინაშე მოითხოვა, რომ მკაცრ ნაციონალისტურ ინტერესებზე უარი თქვან. 

ამასთან ერთად, ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას პაპმა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აუცილებელ ძალისხმევაზე ისაუბრა.

კომენტარები