რუსეთი

მედვედევი: მოლდოვა ქვეყანა აღარაა, ის ადგილობრივმა ბოსებმა რუმინეთს მიჰყიდეს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი მოლდოვის პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. 

მედვედევის თქმით, რუსეთმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები არ უნდა დაუშვას, რადგან ის ადგილობრივმა ბოსებმა რუმინეთს მიჰყიდეს. 

"ადგილობრივმა ბოსებმა ქვეყანა რუმინეთს მიჰყიდეს, უღალატეს რა საკუთარ სამშობლოს. აზრი არ აქვს მათთან მოლაპარაკებებს". - აღნიშნა მან. 

გუშინ, 27 აპრილს მოლდოვის პრემიერმინისტრმა ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლდოვა არ დაუშვებს ვლადიმირ პუტინის ქვეყანაში შესვლას.

კომენტარები