ტრეილერი

საქართველოში გადაღებული ფილმის ტრეილერში ქართლის დედა და თბილისის სტოუნჰენჯი გამოჩნდა

ფილმ Angels Fallen: Warriors of Peace-ის ტრეილერში საქართველოს არაერთი ლოკაცია მათ შორის ქართლის დედა, უფლისციხე, საქართველოს ისტორიის კომპლექსი(თბილისური სტოუნჰენჯი) მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შიდა ინტერიერი ჩანს.

კინოსაიტ IMDB-ზე ფილმს წარმოების ქვეყნად აშშ აქვს მითითებული. პროექტს შვედი რეჟისორი ალი ზამანი ხელმძღვანელობს. ფილმში მონაწილეობენ 90-იანების ვარსკვლავი და Playboy-ს ყოფილი მოდელი დენის რიჩარდსი და ოსკაროსანი მსახიობი კუბა გუდინგ ჯუნიორი. მისტიკური მძაფრსიუჟეტიანი სურათი 2020 წლის Angels Fallen-ის გაგრძელებაა.

Angels Fallen: Warriors of Peace-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

კომენტარები