მე ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება [2024 წლის არჩევენბში აშშ-ს სადამკვირვებლო მისია] ეს პროგრამა, მაგრამ მთელი გულით გეთანხმებით, რომ თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, ზოგიერთი კანონი, რომელიც დარეგისტრირდა ბოლო დროს, უკიდურესად შემაშფოთებელია.
მეორე მხრივ, ეს უკანდახევა გვაჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების სიძლიერეს საქართველოში, რათა გაამყარონ საკუთარი კურსი ან განახორციელონ საკუთარი დემოკრატიული მისწრაფებები. მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ფართოდ უნდა მივმართოთ რესურსები არჩევნებისკენ, რადგან ეს არის რეალური შესაძლებლობა, მოქალაქეების ხმა გაჟღერდეს. და მე ვფიქრობ, რომ ეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებს გულისხმობს.