ოპოზიციური ერთობა

ჯანგირაშვილი: ყველას "გაერთიანება" კეზერაშვილ–მერაბიშვილის პროექტი და ოცნების გადარჩენაა

ვუსმენდი ერთ პოლიტიკოსს. ყველა პარტია უნდა გავერთიანდეთო. ეს არის ოცნების დამარცხების ფორმულაო.

სანამ ძალიან ეშხში შესულა ეს ხალხი ზედმეტი ჩაანალიზების გარეშე, მოკლედ გეტყვით: ყველას “გაერთიანება“, უფრო ზუსტად კი გადაზელვა და სახის ახევა არის კეზერაშვილ–მერაბიშვილის პროექტი და ეს არის ოცნების გადარჩენა სინამდვილეში.

ერთადერთი რეალური გამოსავალია, ცალკეული პოლიტიკური პარტიები გაძლიერდნენ არჩევნებამდე დარჩენილ დროში, საკუთარი იდენტობა იპოვონ, საკუთარი ამომრჩეველი იპოვონ, იმუშაონ, მყარად დადგნენ ფეხზე და დამოუკიდებლები იყვნენ გადაწყვეტილებებში. ვინც ამას ვერ მოახერხებს, ადგეს და წავიდეს პოლიტიკიდან.

ეს ე.წ. “ერთობა“ არის ცრუ მიზანი და ვინც ამაზე დაგიწყებთ ლაპარაკს, იცოდეთ, რომ ცუცურაკია.

წერს ტელეკომპანია კავკასიას დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი.

ცოტა ხნის წინ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ "ოპოზიცია, მათ შორის, არჩევნებამდეც უნდა გაერთიანდეს. თუ ეს არ იქნება საერთო, დიდი ერთობა, უნდა მოხდეს გარკვეული გამსხვილება". ამის შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაც განაცხადა, რომ "ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვხედავ, რომ პროდასავლურ ოპოზიციაში დიდი გაერთიანება უნდა იყოს. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის მზადაა".

კომენტარები