ოპოზიციური ერთობა

ხაბეიშვილი: პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია

კომუნიკაცია არსებობს, თუმცა, რომ გითხრათ, ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონია-თქო, მოგატყუებთ. მაგრამ, ის, რომ მნიშვნელოვანია, ყველას ვესაუბროთ და რომ სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერებს აუცილებლად დაველაპარაკებით, ესეც ცხადია და ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას აუცილებლად ექნება [...] ჩემი აზრით, პროდასავლურ ფლანგზე გიორგი მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია. შესაბამისად, სადაც არ უნდა იყოს და რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, რომ ის პუტინის კარის ოლიგარქისა და რუსული პარტიის წინააღმდეგ იბრძოლებს.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მისი პარტიის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

კომენტარები