სენაკი

ქარბორია: სენაკის მერიამ 4 ფაცხისა და 1 მაყალის გაკეთებაში 188 365 ლარი გადაიხადა

ხობის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის, ქარბორიას ცნობით, 2021 წელს სენაკის მერიამ ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორანის მიმდებარედ ოთხი ფაცხისა და ერთი მაყალის გაკეთებაში, 188 365 ლარი გადაიხადა.

მათივე ინფორმაციით, თანხის 10% თვითმართველობის ბიუჯეტიდან დაიფარა, ხოლო 90% გარეოს განვითარების პროგრამის ფარგლებში. ტენდერში ერთადერთი პრეტენდენტი შპს ზუბე იყო და შესაბამისად, გამარჯვებულიც ის გახდა.

"სენაკის მერიამ ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ბორანის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობაში, ანუ ოთხი ფაცხისა და ერთი მაყალის გაკეთებაში, 188 365 ლარი გადაიხადა.

პროექტი 2021 წელს განხორციელდა. თანხის 10% თვითმართველობის ბიუჯეტიდან დაიფარა, ხოლო 90% გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში UNDP-ის ფარგლებში". - წერს ქარბორია.

კომენტარები