თბილისის მერია

მერია: წერეთელზე სამუშაოების გამო ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობა 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე იზღუდება.

მერიის ინფორმაციით: 

  • მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად - კერძოდ, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით - დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით
  • საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან დინამო არენასკენ გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!" - წერია განცხადებაში.  

კომენტარები