დონ ლემონი

დონ ლემონის თქმით, CNN-დან გაათავისუფლეს

დონ ლემონი
Mike Coppola/Getty Images for CNN

წამყვანმა დონ ლემონმა CNN-ი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია Twitter-ზე ავრცელებს

"დონი სამუდამოდ იქნება CNN-ის ოჯახის წევრი და ჩვენ მადლობას ვუხდით მას ბოლო 17 წლის განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის". - ნათქვამია  CNN-ის განცხადებაში. 

საკუთარ ტვიტში ლემონმა თქვა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისმა აგენტმა ორშაბათს, დილით აცნობა

"გაოგნებული ვარ. CNN-ში 17 წლის შემდეგ ვიფიქრებდი, რომ მენეჯმენტში ვინმეს ექნებოდა ზრდილობა, ჩემთვის ეს პირდაპირ ეთქვა". - წერს ლემონი.

ლემონი ასევე აღნიშნავს, რომ მის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით აქამდე არანაირი მინიშნება არ არსებობდა.

"ნათელია, რომ არსებობს უფრო დიდი საკითხები". - წერს იგი.

როგორც ცნობილია, აქამდე ლემონმა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის, ნიკი ჰეილის მიმართ სექსისტური და ეიჯისტური შენიშვნების გაკეთების გამო მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. 

ლემონის CNN-ის დატოვების ამბავი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც Fox News-მა წამყვანისა და პოლიტიკური კომენტატორის, ტაკერ კარლსონის ტელეკომპანიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა

კომენტარები