კრიმინალი

შსს-მ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რენატა ბეგიაშვილი / Facebook

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოდელ რენატა ბეგიაშვილზე ფიზიკური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

ბეგიაშვილმა ქმრის, შალვა იაშვილის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია და ფოტო 24 აპრილს გაავრცელა.

"მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი. სახელი-გვარი შალვა იაშვილია. ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილია ყავს და ნეტა, როგორ მოიქცეოდა თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ასეთ მდგომარეობაში, რას მოიმოქმედებდა. ბევრი წელი ჩუმად ვიყავი. პოლიციაში არ მინდა წასვლა. მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არამეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია. ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!" – დაწერა ბეგიაშვილმა.

პოსტის შემდეგ შალვა იაშვილმა Facebook-ის საშუალებით ბრალდება უარყო, თუმცა შემდეგ მისი ანგარიში წაიშლა.

კომენტარები