ლიტვა-რუსეთი

ისტორიაში პირველად, სატესტო რეჟიმში ლიტვამ რუსეთიდან მომავალი ელექტროენერგია სრულად გათიშა

Shutterstock Images

22 აპრილს, ისტორიაში პირველად, სატესტო რეჟიმში ლიტვა რუსეთის ელექტროქსელიდან მთლიანად გაითიშა. ტესტირება 10 საათი გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ლიტვას ელექტროენერგიას ადგილობრივი ელექტროსადგურებიდან, პოლონეთიდან და შვედეთიდან აწვდიდნენ

საცდელი გათიშვა ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა ტესტირება შეაფასა, როგორც "დიდი ნაბიჯი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ". 

"კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯით ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის - ევროპულ ბადეში!"- წერს ინგრიდ შიმონიტე Facebook-ზე. 

კომენტარები