რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მივმართავთ მსოფლიოს მხარდაჭერისთვის – მშვიდობა შეუცვლელი უნდა იყოს

სხვადასხვა მსხვილ კორპორაციასა და ტრანსნაციონალურ ბიზნესს კვლავ სურს, რუსეთთან ვაჭრობით მილიარდები იშოვოს და ამიტომ, გარდა თავად რუსეთის მიერ გავრცელებული პროპაგანდისა, საინფორმაციო სივრცე სავსეა ხელოვნურად შექმნილი ეჭვებით იმის შესახებ, ღირს თუ არა რუსეთის ბოროტებასთან ბრძოლის გაგრძელება. 

არსებობენ ლიდერები, რომლებიც ომის დროს უკრაინაში ნამყოფები არ არიან, და არ იციან, რა მოიტანა რუსულმა აგრესიამ, რატომ არის მნიშვნელოვანი სიცოცხლის დაცვა, მაგრამ პოპულიზმის გამო ამბობენ, თითქოს უკრაინას მშვიდობისკენ სვლა არ სურს. სიტუაციის ამ დესტრუქციულ ხედვაში სხვა ლიდერების ჩართვასაც ცდილობენ [...]

ახლა, როდესაც რუსეთი გრძნობს თავის დასუსტებას და ბრძოლის ველზე დამარცხების მოახლოებას, მოსკოვი კვლავ ცდილობს, მსოფლიო თავისი თვალთმაქცობით მოატყუოს და დრო მოიპოვოს გადაჯგუფებისთვის, ახალი იარაღის მოსაძებნად, აგრესიის გასაგრძელებლად. ამის დაშვება არ შეიძლება. მშვიდობა უნდა გახდეს შეუცვლელი. ამიტომ ჩვენ მივმართავთ მსოფლიოს მხარდაჭერისთვის. ამიტომ მოვუწოდებთ ყველა კეთილსინდისიერ სახელმწიფოს შეუერთდნენ გლობალურ ძალისხმევას უკრაინის მშვიდობის ფორმულის განსახორციელებლად.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

კომენტარები