ილონ მასკი

მასკი: Tesla სრულად თვითმართვად მანქანებს, სავარაუდოდ, წელს გამოუშვებს

Maja Hitij/Getty Images

ილონ მასკის თქმით, დიდი ალბათობით, თვითმართვად ტექნოლოგიებს ტესლა წელს გამოუშვებს, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს მოგება და აანაზღაუროს ის, რაც კომპანიისთვის ფასების შემცირებამ გამოიწვია.

"ვყოყმანობ ამის თქმაზე, თუმცა, მგონია, რომ ჩვენ ამას წელს შევძლებთ". - აღნიშნა Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მასკმა კონფერენციაზე საუბრისას.

Tesla-მ მოსალოდნელზე დაბალი კვარტალური მარჟა მიიღო, მაგრამ მასკმა თქვა, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში პრიორიტეტს მოგებასთან შედარებით გაყიდვებს მიანიჭებს.

Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფის სატესტო ვერსია, რასაც კომპანია თავად Full Self-Driving (FSD)-ს ეძახის, მასკის განმარტებით, "გამოშვებისკენ ორი ნაბიჯი წინ, ერთი კი უკან გადადგმულია", "მაგრამ ტენდენცია აშკარად არის სრული თვითმართვისკენ, სრული ავტონომიისკენ" - განმარტა იქვე აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ავარიების შემდეგ ტექნოლოგია იმ ფორმით, როგორიც ის ახლაა, მოექცა იურიდიული და მარეგულირებელი შემოწმების ქვეშ. Tesla-მ განაცხადა, რომ ტექნოლოგია არ ხდის მანქანას ავტონომიურს და კვლავ მოითხოვს მძღოლის ზედამხედველობას.

Guidehouse Insights-ის ანალიტიკოსმა სემ აბუელსამიდმა თქვა, რომ Tesla ატარებს გარკვეულ ცვლილებებს მანქანის აპარატურაში, რაც დროებით გამორთავს FSD-ის ფუნქციებს ახალ მანქანებზე.

Tesla, მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, FSD-ის პროგრამულ უზრუნველყოფას 15 000 დოლარად ყიდის.

კომენტარები