რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინას რუსეთისთვის ჩამორთმეული ქონების გადაცემას ჰპირდება – დენის შმიგალი

უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი და კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო

უკრაინის მთავრობის მეთაური, დენის შმიგალი კანადასა და აშშ-ში ვიზიტს ნაყოფიერად აფასებს. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში უკრაინამ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწია. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. 

შმიგალის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ კანადის სანქციების ახალი პაკეტი კომპანია, Волга-Днепр-ზეც გავრცელდება. რუსეთისთვის ჩამორთმეულ ქონებას, მათ შორის, АН-124-ის ტიპის სამხედრო ავიამზიდს, კანადა უკრაინას გადასცემს. უკრაინა კანადისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტსაც მიიღებს. 

შმიგალის თქმით, ეს მიღწევები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ უკრაინას სანდო და ერთგული მეგობრები ჰყავს.

კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის მთავრობის მეთაურს, დენის შმიგალს ტორონტოში უმასპინძლა და რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო.

კანადის ახალი დახმარება მოიცავს ათასობით თავდასხმის თოფს, ათობით ტყვიამფრქვევს და მილიონობით ტყვიას, რათა დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.

ამავდროულად, მთავრობის მეთაურებმა ხელი მოაწერეს ახალ შეთანხმებას, რათა უკრაინელ და კანადელ ახალგაზრდებს მოგზაურობაში, ქვეყნებს კი თავისუფალი ვაჭრობაში შეუწყონ ხელი.

ამასთან, ტრუდოს თქმით კანადა სანქციებს უწესებს 14 რუს ფიზიკურ პირს, 34 რუსულ სუბიექტს და 9 ორგანიზაციას, რომლებიც ბელორუსის ფინანსურ სექტორთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები