ინდოეთი

პატიმრობაში მყოფ ინდოეთის პარლამენტის ყოფილ დეპუტატსა და მის ძმას პირდაპირ ეთერში ესროლეს

ინდოეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ათიქ აჰმედი, რომელიც 2019 წელს გატაცების ბრალდებით დააკავეს, პოლიციას სამედიცინო შემოწმების მიზნით საავადმყოფოში გადაჰყავდა, როცა მასა და მის ძმას ერთმანეთის გვერდიგვერდ პირდაპირ ეთერში ესროლეს. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანი დაიღუპა.

როგორც მედია იუწყება, თავდამსხმელებმა თავი ჟურნალისტებად მოაჩვენეს და შემთხვევის ადგილას ასე აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი პოლიციას ადგილზე ჩაბარდა. დარჩენილი ორი ეჭვმიტანილის ასაყვანად ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ინციდენტის შედეგად დაჭრილია ერთი პოლიციელი.

საპროტესტო აქციების თავიდან აცილების მიზნით, ინდოეთის მთავრობამ საჯარო სივრცეში 4-ზე მეტი პირის შეკრება აკრძალა.

კომენტარები