ლარი დოლართან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.9 თეთრით გაუფასურდა. 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5229 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 2.7795 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.56 ლარია, ხოლო ევროსი - 2.85 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.53 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.80 ლარად.





