სომხეთი

ქალი, რომელმაც ფაშინიანის მიმართულებით ქოლგა ისროლა, გათავისუფლებულია – სომხური მედია

ნიკოლ ფაშინიანი

სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს სამუშაო ვიზიტის დროს მოქალაქემ ქოლგა ესროლა.

News.am საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 47 წლის ქალმა ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში სომხეთის პრემიერმინისტრის მიმართულებით ქოლგა ისროლა, რის შემდეგაც დაცვამ იგი მალევე დააკავა. 

მედიის ინფორმაციით, საქმე აღიძრა სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 44-452-ე მუხლით, რაც გულისხმობს თანამდებობის პირის მიმართ ძალადობის მცდელობას მის სამსახურებრივ ან პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის მიზნით.

კომენტარები