ირანი

ჰიჯაბის გარეშე ქალი მგზავრები თეირანის მეტროში არ დაიშვებიან

კონტროლის გამკაცრების მიზნით, თეირანის მეტროში სპეციალური ჯგუფი განთავსდება, რომელიც ქალების დრესკოდს გააკონტროლებს. ჰიჯაბის გარეშე ქალი მგზავრები მეტროში არ დაიშვებიან. 

ირანის ხელისუფლება მოქალაქეებს უბიძგებს, რომ დრესკოდთან დაკავშირებულ წესებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ამ მიზეზით, ირანში, საჯარო სივრცეში და ტრასებზე სათვალთვალო კამერები მონტაჟდება. როგორც პოლიცია იუწყება, კონტროლის გამკაცრება ქალების მხრიდან მსგავს გადაცდომათა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წესების დარღვევის შემთხვევაში, იდენტიფიცირებული პირი მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ შეტყობინებას წერილობით მიიღებს. 

როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, ხელისუფლების ნაბიჯი ჰიჯაბის ტარების კანონის მიმართ წინააღმდეგობის აღკვეთაა. ამგვარი ამბოხი ზიანს აყენებს ქვეყნის სასულიერო იმიჯს და მოსახლეობაში დაუცველობის განცდას ბადებს. 

ქალების პროტესტი დრესკოდის მიმართ სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

კომენტარები