ირანი

ქალების დრესკოდის კონტროლის მიზნით, ირანის ხელისუფლება საჯარო სივრცეში კამერებს აყენებს

Majid Asgaripour

ირანის ხელისუფლება ქალების ე.წ დრესკოდის გაკონტროლების მიზნით, საჯარო სივრცეში და ტრასებზე სათვალთვალო კამერებს აყენებს. პოლიციის ცნობით, კონტროლის გამკაცრება ქალების მხრიდან მსგავს გადაცდომათა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წესების დარღვევის შემთხვევაში, იდენტიფიცირებული პირი მოსალოდნელ სასჯელთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ შეტყობინებას წერილობით მიიღებს. 

როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, ხელისუფლების ნაბიჯი ჰიჯაბის ტარების კანონის მიმართ წინააღმდეგობის აღკვეთაა. ამგვარი ამბოხი ზიანს აყენებს ქვეყნის სასულიერო იმიჯს და მოსახლეობაში დაუცველობის განცდას ბადებს. 

ქალების პროტესტი დრესკოდის მიმართ სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას უკავშირდება. ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის "არასწორად ტარების" გამო დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

კომენტარები