საქართველოს კინოთეატრები

როგორ გახდა მაიკლ ჯორდანი NIKE-ის სახე – AIR საქართველოს კინოთეატრებში 13 აპრილს გამოვა

Cavea

ბენ აფლეკის მიერ გადაღებული ფილის AIR: დიდი ნახტომის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 13 აპრილს გაიმართება.  

ახალ ბიოგრაფიულ სურათში მთავარ როლებს ბენ აფლეკი, მეთ დეიმონი, მარლონ უენსი, ვაიოლა დევისი, კრის ტაკერი და ჯეისონ ბეიტმენი ასრულებენ. 

ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, თუ როგორ შეიქმნა სპორტული ბრენდი Air Jordan და თუ როგორ ცდილობს Nike-ის თანამშრომელი დადოს ბიზნეს გარიგება NBA-ს ამომავალ ვარსკვლავ მაიკლ ჯორდანთან. აფლეკი Nike-ის დამფუძნებელსა და კომპანიის ხელმძღვანელს, ბიზნესმენ ფილ ნაითს თამაშობს.

კინოკრიტიკოსების ნაწილი ბენ აფლეკს ოსკარსაც უწინასწარმეტყველებს. 2013 წელს მის მიერ გადაღებულმა ფილმმა Argo-მ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.

კომენტარები