ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ბოკერია: ანტიდასავლური რეჟიმის პირობებში, კანდიდატის სტატუსი არაფრისმომცემია

ვწუხვარ, რომ ოპოზიციონერები, ამ ხელისუფლების ოპონენტები ხშირად ტალღებს მიჰყვებიან, რომ კარგები გამოჩნდნენ, ოღონდ გააზრების გარეშე. ანტიდასავლური რეჟიმის პირობებში, კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის არაფრისმომცემია. კანდიდატის სტატუსი არის ინსტრუმენტი წინ მოძრაობისთვის, რასაც შვრება უკრაინა, მოლდოვა. ახლა სურთ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესი დაიწყოს.  

ამ რეჟიმის პირობებში, ვერც ევროკავშირს დავუახლოვდებით და ვერც NATO-ს წევრები გავხდებით. აბსურდია ამ ილუზიის ქონა...

ოპოზიციის ნაწილი თვითონ იგებს მახეებს. სტატუსის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში რეფორმების მხრივ, რომელსაც, სანამ ეს ხელისფლება გვყავს, ვერ ვაკონტროლებთ... ერთია, როცა რეჟიმს აიძულებ, რომ რაღაც მავნებლობა არ ჩაიდინოს და მეორეა პუტინისტური რეჟიმის პროდასავლურად გარდაქმნა. პირველი შესაძლებელია ეფექტიანი კონტროლით, მეორე არა. მეორეს სჭირდება ცვლილება. ეგეთი რამე არ არსებობს, რომ მაგარი პროტესტი იყო და ლუკაშენკო გახდა პროევროპული. სპეციალურად ვახდენ უტრირებას, რომ ამ ილუზიის აბსურდულობა ნათელი იყოს...

კანდიდატის სტატუსი ჩვენს მეზობელს უკვე 30 წელია რაც აქვს. თუ არ იყენებ ამ სტატუსს წევრობისთვის და რეალურად არ ხდები ნაწილი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თავისუფალი სივრცის - თავი მოვიტყუოთ?

თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები