რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: მოსკოვს მოლაპარაკებებისას მსოფლიოს ახალი წესრიგის საფუძვლების განხილვა სურს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს სურს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებისკენ იყოს მომართული. ამის შესახებ ლავროვმა თურქეთში ვიზიტისას აღნიშნა

"ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთის ინტერესების საფუძველზე უნდა წარიმართოს. უნდა განიხილებოდეს პრინციპები, რომლებზეც სამყაროს ახლებური წესრიგი აიგება. მოსკოვს სურს, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები ახალი წესრიგის დამყარებაზე იყოს მომართული". -  ფრანგული საინფორმაციო გამოშვება, Agence France-Presse სერგეი ლავროვს ციტირებს. 

მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება უნიპოლარულ მსოფლიოს წესრიგს, რომელსაც ერთი ჰეგემონი მართავს. 


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ანკარას ეწვია და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. მოლაპარაკებისას მხარეებმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების პირობები განიხილეს.

ლავროვის თქმით, შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა იმ დაბრკოლებების იდენტიფიცირება, რომლებიც შეთანხმების აღსრულებას ხელს უშლის. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო კონფლიქტი უკრაინასა და სირიაში და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც.

კომენტარები