სასამართლო კლანის სანქცირება

კალაძე სანქციებზე: საბაბის წარმოდგენის გარეშე აღქმული იქნება სასამართლოზე ზეწოლად

როდესაც უცხო ქვეყანა ასანქცირებს შენი ქვეყნის მოსამართლეებს, რაღაცაზე დაფუძნებული ხომ უნდა იყოს? მე თქვენ რომ დაგაბრალოთ ქურდობა, ხომ უნდა მქონდეს დოკუმენტი, მტკიცებულება იმისა, რომ რაღაც მოიპარეთ, ძალიან მარტივია... 

[...] დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის. 

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ს მიერ სასამართლო კლანის სანქცირებაზე საუბრისას.

კომენტარები