სასამართლო კლანის სანქცირება

სუს-ის უფროსი შესაძლო სანქციებზე: უკვე ნანახი მაქვს აშშ, არაჩვეულებრივი ქვეყანაა

რა პრობლემაა? არ მგონია, მემუქრებოდეს [სანქციები], თქვენ მემუქრებით თუ? არა, უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს], იმას გული დაწყდება და...

...ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურებით, ეს არის ქვეყნის მშვდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომის, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური განვითარება და თითოეული მისი სტუმარი ვიზიტორის უსაფრთხოების დაცვა, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არ შემიშვებს, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია, დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა?

სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი შესაძლო სანქცირებაზე და კითხვაზე, "თქვენთვის სანქციებს არ აქვს დიდი ფასი?".

კომენტარები