აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

სუს: აშშ-ის მოქალაქე არ შემოვუშვით, კავშირში იყო აქციებზე დესტრუქციული ჯგუფების ტრენინგში

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

სუს-ის ხელმძღვანელი ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, სპეციალისტი ევრაზიის საკითხებში ჯეიმსონ მარშალ ქომინსი რამდენიმე დღის წინ საქართველოში არ შემოუშვეს. გრიგოლ ლილუაშვილის მტკიცებით, ქომინსის საქმიანობა უკავშირდებოდა 7-8 მარტის აქციებზე, "დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებას, მითითებების მიცემას და ა.შ". 

"ვადასტურებთ, რომ ამერიკის მოქალაქე, გვარად ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. მე ვერ გეტყვით, მოსამართლეების სანქციები პირდაპირ კავშირშია ამ არშემოშვებასთან თუ არ არის, ეს უნდა ჰკითხოთ ამერიკულ მხარეს...

...ამერიკის საელჩო არ დაგვიკავშირდა იმასთან დაკავშირებით, რატომ არ შემოვუშვით ეს კონკრეტული პიროვნება. მიზეზი ალბათ თვითონაც კარგად იციან, თუ რატომ არ შემოვუშვით. მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო 7-8 მარტის აქციებზე, დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებების მიცემაში," - აცხადებს რუსთავი ორის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი.

კომენტარები