სასამართლო კლანის სანქცირება

კრამერი სანქციებზე: ესაა მკაფიო სიგნალი ანტიდემოკრატიულ, კორუფციულ საქმეებში ჩართულთათვის

ესაა მკაფიო სიგნალი მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები კი, ვინც დღეს აქ ნახსენები არაა, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ...

ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ... ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. 

თქვა ამერიკის ხმასთან ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა.

კომენტარები