აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ცისკარიშვილი 7-9 მარტზე: თავისით ხომ არ გამოსულან პირველივე დღეს, მანამდე ჩვენი აქციებიც იყო

ჩვენ ხომ ვნახეთ ეს ბოლო აქციები როგორ იყო, ბუნებრივი აქციები იყო, უბრალოდ, დროის დათქმა უნდოდა, მოწოდება, რომ ამა და ამ საათზე მოდით და თავისით მოდიოდნენ, აქამდე უნდა მივიყვანოთ სიტუაცია. ანუ ღუმელი სულ მუდამ ცხელი უნდა იყოს, არ უნდა გაგრილდეს ბუხარი, ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიების საქმე რაც არის, მუდმივად ტემპერატურა უნდა იყოს აწეული, რომ ხალხი ჩაერთოს.

თავისით ხომ არ გამოსულა [ხალხი] პირველივე დღეს. მანამდე იყო ძალიან სერიოზული... ჩვენი აქციებიც იყო, 24 თებერვლის აქციაც იყო, რეგიონებში ვმოძრაობდით, კომუნიკაცია გვქონდა ხალხთან, ავუხსენით, რას აკეთებს ქოცური ხელისუფლება, ავუხსენით, რომ რუსულ კანონს იღებენ, ვესაუბრეთ იმაზე, რომ ევროპული კარები დაიკეტება საქართველოსთვის...

...პარტიაზე ხომ არ ვიძახი, თქვენიც, მათ შორის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების [დამსახურებაა], ხომ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ხალხს გაეგო, რას აკეთებს ქართული ოცნება, რუსულ საქმეს რომ აკეთებს.

ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი TV პირველის ეთერში, რუსული კანონის საწინააღმდეგო 7-9 მარტის აქციებზე.

კომენტარები