ქართული ოცნება

ბოჭორიშვილი: საქართველოს სტრატეგიული მიზანი მოლოტოვის კოქტეილად აქციეთ

ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილისგან და ე.წ. აქტივისტების მხრიდან არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებასთან ბრძოლის ინსტრუმენტად. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რომელსაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა, რომელიც წესით პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ მოლოტოვის კოქტეილად. 

საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელმყოფი ჩრდილოელი მეზობელი, წესით, ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში რომ უნდა გვაერთიანებდეს, ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად აქციეთ და ყველაფერს დაარქვით რუსული. სინამდვილეში, არც რუსული კანონები არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება, როგორც ამას ცდილობთ, რომ წარმოაჩინოთ, არც რუსული ოცნება, რომელზეც, ალბათ, თქვენ ოცნებობთ და არც საკნის ნაცვლად, საავადმყოფოში განთავსებული მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი. სინამდვილეში არსებობს რუსული მიზანი, რომელსაც ზოგი შეგნებულად, ზოგიც ალბათ გაუცნობიერებლად ერთგულად ემსახურებით.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები