ლაზარე გრიგორიადისის საქმე

მდინარაძე გრიგორიადისზე: არავის აინტერესებს არავის არც ვიზუალი, არც სექსუალური ორიენტაცია

არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია. ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები, თვითონ უსვამენ ამას ხაზს განსაკუთრებულად ბოლო დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ამ ადამიანს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი მათ მიმართ, ვისაც მძიმე დანაშაულში ედება ბრალი და მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს.

თქვა ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას. აღსანიშნავია, რომ გრიგორიადისზე საუბრისას პირველად სწორედ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს" და "გზას აცდენილი კაცია".

კომენტარები