2023 წელს გარდაცვლილები

71 წლის ასაკში იაპონელი კომპოზიტორი რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა

Pitchfork

71 წლის ასაკში იაპონელი კომპოზიტორი, პროდიუსერი და მსახიობი რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელსაც მუსიკოსი 2021 წლიდან ებრძოდა.

საკამოტომ მუსიკალური კარიერა 70-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 1978 წელს ორ მეგობართან ერთად დააფუძნა ელექტრო ექსპერიმენტული ბენდი Yellow Magic Orchestra(YMO), რომელიც დღემდე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ ინოვაციურ და გავლენიან ბენდად ითვლება.

ბენდის პარალელურად საკამოტო სოლო პროექტებზეც მუშაობს. 1983 წელს დაწერა თავისი პირველი საუნდტრეკი ფილმისთვის Merry Christmas, Mr. Lawrence, იმავე ფილმში შეასრულა მთავარი როლი, ფილმის მთავარმა თემამ ახალგაზრდა კომპოზიტორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მუშაობდა საუნდტრეკებზე ისეთი ფილმებისთვის, როგორებიც არის Last Emperor, The Revenant, Little Buddha, Sheltering Sky. 

1992 წელს საკამოტომ მუსიკალურად გააფორმა ბარსელონის ოლიმპიადის გამხსნელი შოუ.

სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ოსკარი, გრემი, BAFTA და ოქროს გლობუსი.

კომენტარები