რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა 1-ლი აპრილის ხუმრობას ჰგავს

ჯოზეფ ბორელი
Reuters

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ფაქტი 1-ლი აპრილის ხუმრობას ჰგავს. 

“რუსეთის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობის დაკავება 1-ლი აპრილის ხუმრობას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი ჩარჩოს არსს. ევროკავშირი დაუპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტობის ნებისმიერ დარღვევას" - წერს ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე.

როტაციის პრინციპით 1 აპრილიდან რუსეთმა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. კრემლის განცხადებით, ქვეყანა "თავის ყველა უფლებას გამოიყენებს".

ბოლოს მოსკოვმა პოსტი 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დაიკავა. 

რუსეთის გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნებიც გამოეხმაურნენ

"ეს არა მხოლოდ სირცხვილი, არამედ კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმაა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე". - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი რმაკი Twitter-ზე. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის თავმჯდომარეობა "საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნაა".

"1-ელი აპრილი... სულელების დღე. ყველაზე ცუდი ხუმრობა გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობაა." - - წერს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე. 

 

კომენტარები