ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის, სლავიანსკისთვის, კონსტანტინოვკისა და დრუჟკოვკისთვის, ავდეევკისა და ტორეცკისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის, არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს. სწორედ აქ, დნიპროში, ჯერ კიდევ 2014 წლიდან ჩვენს ათასობით მეომარს გადაურჩინეს ჯანმრთელობა მიღებული ჭრილობების შემდეგ. დნიპროში ხდებოდა მოხალისეების მუშაობის კონცენტრირება აგრესიის პირველივე დღიდან. მე მადლობას გიხდი, დნიპრო, მადლობა ყველას ამ ქალაქში, ვინც ეხმარება უკრაინას ფეხზე მყარად დგომასა და ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლაში.
tbl.ge/6bhz
დაკოპირდა

აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში, რომელიც ქალაქ დნიპროში სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
ამავე თემაზე
- EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
- სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
- უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა




