რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას მას უკრაინაში ომის "დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ" მოუწოდა

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ პუტინს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თანხმობისთვის. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელმაც უკრაინას საკვები პროდუქტების ექსპორტის განახლების საშუალება მისცა მას შემდეგ, რაც რუსეთის შემოჭრამ ქვეყანაში რამდენიმე პორტი ჩაკეტა, გასულ კვირას გაგრძელდა. კიევმა და მოსკოვმა მარცვლეულის შეთანხმებას თავდაპირველად ხელი გასულ ზაფხულს, გაეროსა და თურქეთის ეგიდით მოაწერეს.

კრემლის პუტინ-ერდოღანის სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს. ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და მასში "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს".

კომენტარები