რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეს სისასტიკე ჩემში დიდ აღშფოთებას აღძრავს – ფუმიო კიშიდამ ბუჩა მოინახულა

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ბუჩა მოინახულა. პრემიერმინისტრმა ეკლესიასთან გვირგვინი მიიტანა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო რუსეთის აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას.

"მსოფლიო გაოგნებული დარჩა ერთი წლის წინ ბუჩაში მოკლული უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქეების დანახვით. ამ ადგილის მონახულებისას ეს სისასტიკე ჩემში დიდ აღშფოთებას აღძრავს. მინდა იაპონელი ხალხის სახელით მივუსამძიმრო ყველა დაღუპულსა და დაჭრილს. იაპონია დაუღალავად გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მშვიდობის აღსადგენად". - აღნიშნა კიშიდამ.

21 მარტს იაპონიის პრემიერმინისტრი უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.

კომენტარები