ქართული ოცნება

წილოსანი Gen Z-ზე: არ მოსწონთ, ამ უცხო სიტყვებითა და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას

ამ დღეების განმავლობაში, ბევრ სხვა მოვლენასთან ერთად, ვაკვირდებოდი, უღირსი ადამიანები როგორ ცდილობდნენ, GEN Z თაობა მიესაკუთრებინათ. ისევე, როგორც, ცდილობენ პროევროპულობაზე მოიპოვონ მონოპოლია. 

ამ დღეების განმავლობაში, ახალგაზრდა თაობის სახელით რატომღაც საუბრობდნენ ადამიანები, რომლებსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვთ, რომ მათი წარმომადგენლის სახელი დაირქვან.

ამ დღეების განმავლობაში ცდილობდნენ, ახალგაზრდა თაობა ჩვენგან გამოეყოთ და აბსტრაგირება გაეკეთებინათ. მაგრამ, ეს თაობა სწორედაც რომ ჩვენი შვილებია, ვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ, ვიცით, რა მოსწონთ, რა იდეები აქვთ, რა უნდათ და რა საჭიროებები აქვთ. და სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და რომ ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანები არიან, სწორედ ამიტომ გავაუქმეთ ჩვენ ეს ინიციატივა, რომელზეც ეს ამბავი ატყდა. სწორედ რომ მათი ინტერესები და მათი უსაფრთხოება, თუნდაც მათი ყველაზე მცირე ნაწილის, მნიშვნელოვანია და ამიტომ დავიხიეთ და ასე ვთქვათ, ეს ნაბიჯი მივიღეთ.

მაგრამ, აქვე, მინდა, ერთმნიშვნელონად ვთქვა, რომ პარლამენტის შენობის შტურმისტები, პოლიციელების დამამცირებლები, მოძალადეები და მოლოტოვის კოქტეილით შეიარაღებულები ამ თაობის სახელით ვერ ისაუბრებენ. ყველა სხვა დანარჩენს კი ჩემი პატივისცემა იმ სურვილით, რომ თავადაც ისწავლიან სხვების გაკეთებულის შეფასებას და დაფასებას.

ბოლოს კი, მინდა, გითხრათ, Gen Z თაობით რომ ბრენდავთ, ნამდვილად კარგი იქნება, გაითვალისწინოთ მათი მოსაზრება, რომ საერთოდ არ მოსწონთ ამ უცხო სიტყვებითა და ტერმინებით რომ ცდილობთ მათ გაბრენდვას. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები