რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: ოკუპირებულ ყირიმში განადგურდა კალიბრის ტიპის რუსული რაკეტები 

უკრაინის თავდაცვის დაზვერვის ინფორმაციით, 20 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები განადგურდა. 

"დროებით ოკუპირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯანკოიში აფეთქებამ გაანადგურა რუსული კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები სარკინიგზო ტრანსპორტირების დროს" - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში აფეთქებების შესახებ საჯაროდ დაიწერა. საოკუპაციო ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქალაქში „დრონები ჩამოვიდა“.

რუსული კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტები შავი ზღვის ფლოტის ხომალდებიდან გაშვებისთვისაა განკუთვნილი. მისი განადგურების დიაპაზონი ხმელეთზე 2500 კილომეტრი, საზღვაო სამიზნეებისთვის კი 275 კილომეტრია.

კომენტარები