Heritage Foundation

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა - HERITAGE FOUNDATION

Heritage Foundation

Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 35-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია. ერთ წელიწადში ქვეყანა საერთაშორისო რეიტინგის 26-ე პოზიციიდან 35-მდე ჩამოქვეითდა.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან, ესენია: 

  1. კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, ხელისუფლების ერთიანობა, მართლმსაჯულების ეფექტიანობა);
  2. მთავრობის ზომა (სახელმწიფო ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სტაბილურობა);
  3. რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება);
  4. საბაზრო თავისუფლება (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება).

საქართველოს ქულები შეფასების 12 კრიტერიუმიდან 8-ში შემცირდა, 2-ში უცვლელად დარჩა, ხოლო 2-ში გაუმჯობესდა. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველო “ზომიერად ღია” ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. 

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, მეორეს - შვეიცარია, მესამეს კი - ირლანდია. ბოლო ადგილებს ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და კუბა ინაწილებენ. 

კომენტარები