კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმზე მუშაობას იწყებს

The Guardian

კვენტინ ტარანტინო რიგით მეათე ფილმზე მუშაობას იწყებს. მომავალი სურათის სახელია The Movie Critic.

რეჟისორის თქმით The Movie Critic მისი ბოლო ფილმი იქნება. ათი ფილმის გადაღების შემდეგ ტარანტინო რეჟისორის ამპლუაში დაბრუნებას არ გეგმავს.

ტარანტინოს სცენარზე მუშაობა დასრულებული აქვს, გადაღებები მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. 

მომავალი ფილმის სიუჟეტი 1970-იან წლებში ვითარდება. მთავარი გმირი ქალი კინოკრიტიკოსია. კინომოყვარულების ვარაუდით ტარანტინო პოლინ კეილის შესახებ არაოფიციალურ ბიოგრაფიულ ფილმს იღებს. კეილი 70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინოკრიტიკოსია, რომელიც სტუდია Paramount-თან თანამშრომლობდა. ტარანტინო პოლინ კეილის დიდი თავყანისცმემელია.

ამ დროისთვის ტარანტინომ ბოლო ფილმი ერთხელ ჰოლივუდში 2019 წელს გამოუშვა. 

კომენტარები