პუტინისტების აქცია

სამართალდამრღვევებს დავაჯარიმებთ – შსს ევროკავშირის დროშის დაწვაზე

მარიამ ნიკურაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის დროშის დაწვაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. სამართალდარღვევა 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

"მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - აცხადებს შსს.

პარლამენტის წინ შეკრებილმა ორკ-ქოცებმა ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.  ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ მათ დროშის ჩამოხსნისთვის ხელი არ შეუშლიათ. 

აქცია პუტინისტური ალტ-ინფოს ორგანიზებით გაიმართა. ისინი პარლამენტის შენობამდე მსვლელობით მივიდნენ - ისმოდა ანტიდასავლური შეძახილები. 

კომენტარები