ევროპის პარლამენტი

S&D: ვგმობთ ღარიბაშვილის ცრუ განცხადებას, რომ ევროპარლამენტს საქართველოს ომში ჩათრევა სურს

ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი გმობს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ევროპარლამენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. 

"ჩვენ უარვყოფთ ცრუ, მავნე განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას ქართულ ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის თანახმად, ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ". - წერს ევროპარლამენტში ქართული ოცნების პარტნიორი პარტია.

კომენტარები