პუტინისტების აქცია

პაპუაშვილი: როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე

ევროკავშირის დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილას, რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, ეს არასერიოზული მიდგომაა და მათ გამოვეხმაურები – როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე, თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული. ასე რომ შეკეთდება ფლაგშტოკი და დროშა დაბრუნდება თავის ადგილზე...

...როდესაც პარლამენტის შენობაზე წარწერები კეთდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, როდესაც ჯებირები კი არა, პარლამენტის ჭიშკრის დამტვრევის მცდელობა იყო, მაშინ ევროპით გულანთებულ ხალხს რომ ეთქვა ამაზე, იქნებოდა კარგი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, სათანადო რეაგირება იყო, შესაბამისი პირები იქნებიან პასუხისგებაში მიცემული ადმინისტრაციული წესით.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორკ-ქოცების მხრიდან პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოგლეჯასა და დაწვაზე.

კომენტარები